რუსულმა კანონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე - ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
საგნაგებოდ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს ესწრებიან ქართველიი დეპუტატებიც. მათ შორის არის რუსულ კანონზე ხელმომწერიი კანონმდებელი გივი მიქანაძე. ეს სწორედ ის სხდომაა, რომლის გადადებაც "ოცნების" ჯგუფი ეცადა.
- რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 66-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 4. რეზოლუციის ავტორები არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მომავალი არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება. ასამბლეა შიშობს, რომ ამ კანონს არასასურველი ეფექტი ექნება არჩევნების ჩატარებაზე, მხარეთა ნდობის ხარისხზე, რაც არჩევნების ლეგიტიმაციაზეც მოახდენს გავლენას. ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კანონის მიღებამ მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის და საგარეო პოლიტიკის შესახებ" - წერია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში.
მწვავე დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსული კანონის მიღება გადამწყვეტ არჩევნებზე უარყოფით გავლენას იქონიებს და შესაძლოა, დღისს წესრიგში შედეგების ლეგიტიმაციაც კი დადგეს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მომავალი არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება. ასამბლეა შიშობს, რომ ამ კანონს არასასურველი ეფექტი ექნება არჩევნების ჩატარებაზე, მხარეთა ნდობის ხარისხზე, რაც არჩევნების ლეგიტიმაციაზეც მოახდენს გავლენას. ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კანონის მიღებამ მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის და საგარეო პოლიტიკის შესახებ." - წერია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში
რეზოლუციაში მოხვდა აპრილის აქციები - ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს დემონსტრანტების, აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო.
ყველა ცნობა ძალის გადამეტებული გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმების შესახებ და დაშინების კამპანიები შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერია რეზოლუციაში.