ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დაუწესონ ინდივიდუალური სანქციები ყველას, ვინც საქართველოში დემოკრატიას და ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს - ქეთევან თურაზაშვილი
მმართველი პარტია იყენებს ყველა ძალადობრივ მეთოდს, დაშინებას, მუქარას, ჩასაფრებას, ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს (რუსული კანონი) ეწინააღმდეგება - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი მომავალ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
დაშინების და ადევნების შემთხვევები იყო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართითაც. მიუხედავად იმისა, რომ მივმართე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ამ დრომდე გამოძიებას არაფერი აქვს გაკეთებული.
მმართველი პარტია სტრატეგიული პარტნიორების ლიდერებს და მათ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ვენეციის კომისიას, მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, რომ ქართული ოცნებამო მავალ არჩევნებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბევრ არადემოკრატიულ მეთოდს გამოიყენებს.შესაბამისად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი მომავალ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მიხარია, რომ საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ არჩევნებს საქართველოში დააკვირდეს"- განაცხადა თურაზაშვილმა.
მისი თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა დაუწესონ ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, ვინც საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს და არ შეეგუება ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მათ ევროკავშირს აშორებს. ქართველი ხალხი ხედავს და გრძნობს ევროპული ლიდერების მხარდაჭერას, რომელიც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს მომავალ, ძალიან რთულ, საარჩევნო პროცესში"- დასძინა მან.