გამოვავლინეთ პირები, რომელთაც თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე - მერია
თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული.
მერიის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი პირები კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
„თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.