ვისაუბრებთ, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე... მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპისკენ მიმავალ გზას - რუტე

27.06.24 16:49
ვისაუბრებთ, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე... მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპისკენ მიმავალ გზას - რუტე

"ძალიან შეშფოთებული ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზით, განსაკუთრებით ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებებით", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საუბრობს.

რუტემ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ვერსია დევს მაგიდაზე, უმთავრესი კი არის ის, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდეს.

მე ძალიან მოკლედ ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის ძლიერი ლიდერია და პატივს ვცემთ მას. იმედი გვაქვს საქართველო დაუბრუნდება ევროპულ გზას. პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, რას ველოდებით საქართველოსგან და მისი მთავობისგან, ახლა ყველაფერი თქვენზეა. ვისაუბრებთ, რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ იმედი მაქვს ამას პირადად არ მიიღებთ, მაგრამ მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპისკენ მიმავალ გზას," - ამბობს რუტე.