საქართველოს მთავრობა ყველაფერს კარგად აკეთებს. ვფიქრობ, სწორ გზაზე დგახართ - ორბანი
"საქართველოში პროცესები კარგად მიდის. ევროპული ოჯახის წევრობის გზა კარგად მიდის", - ამის შესახებ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე საუბრობს.
ორბანი საქართველოს მთავრობის მუშაობით კმაყოფილია.
გილოცავთ, გუშინ თქვენ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეთ. საქართველოში პროცესები კარგად მიდის. ევროპული ოჯახის წევრობის გზა კარგად მიდის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს კარგად აკეთებს, ეკონომიკა მკვეთრად მზარდია. ვფიქრობ, სწორ გზაზე დგახართ," - ამბობს ორბანი.