შეასრულებს თუ არა პირობას ანა დოლიძე და ჩაეხუტება თუ არა ლევან მურუსიძეს?
შეასრულებს თუ არა პირობას ანა დოლიძე და ჩაეხუტება თუ არა ლევან მურუსიძეს? - ოპოზიციონერი ლიდერი "პირველებთან" ამბობს, რომ ისე უნდოდა საქართველოს ნაკრების გამარჯვება, რომ არც კი უფიქრია, თუ ამ პირობის შესრულება მართლა მოუწევდა.
დოლიძე პირობას დებს, რომ დანაპირებს აუცილებლად აასრულებს და როგორც კი საშუალება მიეცემა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს და იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს აუცილებალდ ჩაეხუტება.
ისე მინდოდა ეს გამარჯვება, რომ ვფიქრობდი, ყველაზე ისეთი რა დავტქვა, რომ გამიჭირდეს გაკეთებათქო და ეს მომაფიქრდა. მერე რომ დავინახე, რომ მოვიგეთ, მერე იმაზე უფრო ვდარდობდი, ეს რა ვთქვი, რა გავაკეთო-თქო. ეხლა დავგეგმავ, კი, ჩემთვის რთულია, მაგრამ გამარჯვება დადებულია და პირობა პირობაა და შესაბამისად მე ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ, როგორც კი საშუალება მექნება. არ მინდა რომ ვანერვიულოთ, ძალით მოდის ანა დოლიძე ჩასახუტებლადო", - ამბობს ანა დოლიძემ.
დღეს "პირველებს" ანა დოლიძესთან ერთად მცდელობა ჰქონდა ლევან მურუსიძესთან დაერეკა და ამ ამბის შესახებ ეცნობებინა, თუმცა მურუსიძემ ზარებს არ უპასუხა.
ცნობისთის, ანა დოლიძემ გუშინ სცოიალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო თუ პორტუგალიის ნაკრებს მოუგებდა, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა.
გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.