პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“.
ცვლილებების თანახმადვე, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც 9-დან 15 წევრამდე დაკომპლექტდება და პრემიერი შეარჩევს. მანამდე, საბჭოს წევრებს კანონმდებლები არჩევდნენ.
საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პარლამენტმა საბჭოს წევრები 2019 წლის ივნისში აირჩია და ვადა ამ თვეში ეწურებათ - ახალი კანონის თანახმად საინვესტიციო მიმართულებითაც გადაწყვეტილებებს პრემიერის მიერ შერჩეული ადამიანები მიიღებენ.