სალომე ზურაბიშვილი პორტუგალიის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა

27.06.24 19:38
სალომე ზურაბიშვილი პორტუგალიის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ანტონიო კოსტას შეხვდა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მათ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება მიულოცეს და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს.