საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფასგან 12.25 მილიონ ევროს მიიღებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია - ეროვნული ნაკრები უეფასგან ბონუსის სახით 12.25 მილიონ ევროს მიიღებს, რაც თითქმის 37 მილიონი ლარია.
საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 - ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი - პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი - მერვედფინალში გასვლის.
თითოეული ეტაპის დაძლევისთვის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხას, მატჩის ბონუსიც ემატება:
- 9.25 მილიონი ევრო - მონაწილეობისთვის;
- მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო - მოგება; 500 000 ევრო - ფრე;
- 1.5 მილიონი ევრო - მერვედფინალში გასვლისთვის;
- 2.5 მილიონი ევრო - მეოთხედფინალში გასვლისთვის;
- 4 მილიონი ევრო - ნახევარფინალისთვის;
- 5 მილიონი ევრო - მეორეადგილოსანი;
- 8 მილიონი ევრო - ჩემპიონი.