მიტჩელი, რომელიც 12 წლის წინ ივანიშვილის მრჩეველი იყო, დღეს ოლიგარქს ქვეყნისთვის სახიფათო მმართველად მიიჩნევს
კაცი, რომელიც საკუთარი ხასიათით წყვეტს ქვეყნის მომავალს. ამერიკელი მკვლევარი, რომელიც 12 წლის წინ ივანიშვილის მრჩეველი იყო, დღეს ოლიგარქს ქვეყნისთვის სახიფათო მმართველად მიიჩნევს. ლინკოლნ მიტჩელი და ათობით მკვლევარი საქართველოში გეოპოლიტიკურ საფრთხეების განსახილველად ჩამოვიდნენ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის კი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა სახელდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კომუნისტურ პეკინთან ურთიერთობების გაძლიერება, მხოლოდ დასავლეთთან ღია დაპირისპირებას გულისხმობს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.