კალატოზიშვილის მიმართვა: ყველას გთხოვთ, რომ ესპანეთის მატჩზე, თუ არ გამოსდის ხალხს, ხელი შევუწყოთ, რომ იქნებ მივიდეს საგულშემატკივროდ

27.06.24 21:23
კალატოზიშვილის მიმართვა: ყველას გთხოვთ, რომ ესპანეთის მატჩზე, თუ არ გამოსდის ხალხს, ხელი შევუწყოთ, რომ იქნებ მივიდეს საგულშემატკივროდ

"არცერთი თამაში არ იყო, სადაც სიამაყით არ მიყურებია - წაგებული იქნებოდა, ფრე იქნებოდა, მოგება ხომ საერთოდ - ჭკუიდან გადავედი, არ მძინებია მთელი ღამე,“ - ამის შესახებ ნანკა კალატოზიშვილი საუბრობს.

„რეაქციაში“ ნანკა კალატოზიშვილი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ფეხბურთელები „ქვეყნის ელჩები“ არიან.

კალატოზიშვილი მიმართავს კერძო კომპანიებს და სახელმწიფოს, რომ მოახერხონ გულშემატკივრების დახმარება და ესპანეთთან მატჩზე საგულშემატკივროდ წასვლაში დაეხმარონ - „ყველას გთხოვთ, რომ ესპანეთის მატჩზე, გთხოვთ, რომ თუ არ გამოსდის ხალხს, ხელი შევუწყოთ, რომ იქნებ მივიდეს. რაც მეტი ადამიანი მივა“

მე მქონდა სიამაყის, ბედნიერების, მადლიერების დღეები - 26 მარტის მერე ჩელენჯები რომ დაიწყეს, თუ გავა ამას ვიზამ - საერთოდ არ მიმიღია ამ ჩელენჯში მონაწილეობა, ჰაერში თუც არ მქონდა - ასეთი ფეხბურთელები რომ გყავს და ასეთი მეკარე, რატომ უნდა იფიქრო რამე წაგებაზე, ვერ ვხვდები, დილიდან ისეთი აჟიტირებული ვიყავი - ბედნიერების შეგრძნება მქონდა და მეთქი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. თან ავიჩემე 26 რიცხვი - 26 მარტი, 26 ივნისი, ძალიან ავიჩემე, რომ 2024 წელს 26 „მეჯიქ“ რიცხვი გვაქვს,“ - ამბობს კალატოზიშვილი.