ვინ წავა NATO-ს სამიტზე? - რას ამბობს პრემიერი

27.06.24 21:52
ვინ წავა NATO-ს სამიტზე? - რას ამბობს პრემიერი

"ამ საკითხებზე იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე" - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს და არ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება წავიდეს სამიტზე ვაშინგტონში.

ამ საკითხებზე იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ჯერჯერობით, არაფერი დეტალები არაა დაზუსტებული, დაზუსტდება და მოგახსენებთ. ქვეყანა იქნება წარმოდგენილი NATO-ს სამიტზე", - თქვა კობახიძემ.

მიიწვევენ თუ არა საქართველოს პრემიერს ნატოს სამიტზე? ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია. ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია. ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს ჩატარდება.