ჭანტურია: ხშირად სვამენ კითხვას, ვინ იყო საუკეთესო, პირიქით რომ დავსვათ, ვინ იყო ყველაზე სუსტი - ამას საერთოდ ვერ იტყვი
„ხშირად სვამენ კითხვას, ვინ იყო საუკეთესო, პირიქით რომ დავსვათ, ვინ იყო ყველაზე სუსტი, ამას საერთოდ ვერ იტყვი,“ - ამის შესახებ გია ჭანტურია საუბრობს და „რეაქციაში“ ეხმაურება ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას.
„ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ“ - ამბობს გია ჭანტურია და ამბობს, რომ გუნდმა „საათივით აწყობილი“ ტაქტიკით ითამაშა.
ძირითადად ეს არის ახალგაზრდების გუნდი, თავისუფალი თაობის გუნდი. ვირეშმაკები არ არიან, ალალები არიან, ეს სიალალე არის, რის გვერდითაც პროფესიონალიზმი ყვავი.
ეს თაობა არის სხვანაირი, მართლა გამორჩეული თაობაა. ესენი იბრუნებენ ნამდვილ ქართველობას - ამათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ჩანს.
ხშირად სვამენ კითხვას, ვინ იყო საუკეთესო, პირიქით რომ დავსვათ, ვინ იყო ყველაზე სუსტი, ამას საერთოდ ვერ იტყვი,“ - ამბობს ჭანტურია.