ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს? - კანდიდატების ნაწილი პროცესის ფორმალობაზე საუბრობს

28.06.24 11:25
ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს? - კანდიდატების ნაწილი პროცესის ფორმალობაზე საუბრობს

ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს და ვის ჩააბარებს ივანიშვილის პარტია გენერალურ პროკურატურას? - საპროკურორო საბჭომ პროკურორობის მსურველთა სია გამოქვეყნა. ცხრა კაციან ჩამონათვალში ერთ-ერთი შოთაძის ყოფილი მოადგილეა, რაც აჩენს განცდას, რომ პირველ გამომძიებლად გიორგი გაბიტაშვილს ამზადებენ.

გაბიტაშვილის გარდა გენპროკურორობა დავით ბარბაქაძეს, ალექსანდრე კობახიძეს, ლაზარე ჯორბენაძეს, სალომე ჯანუაშვილს, გრიგოლ გაგნიძეს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და ლალი ბუნტურს სურთ.

კანდიდატების ნაწილი ამბობს, რომ შესარჩევი პროცესი სრულად ფორმალობაა, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საპროკურორო საბჭო მხარს სწორედ გაბიტაშვილს დაუჭერს.

ამასთან, ისინი ამბობენ, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ბედი კიდევ ერთხელ ეცადათ.

სიმართლე გითხრათ, კითხვის ნიშნები მაქვს, მაგრამ მოვლენებს არ მინდა, რომ გავასწრო. არ მგონია, რომ ფორმალობაა ე სყველაფერი, ასეა. მე თქვენთანგან მივიღე ახლა იფნრომაცია, რომ გაბიტაშვილია ერთ-ერთუ კანდიდატი, იმიტომ, რომ აქამდე არ ჩანდა და ბოლო წუთს მისი გამოჩენა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. მე რომ ვყოფილიყავი გენერალური პროკურორი, არ იქნებოად თაროზე შემოლაგებული საქმეები, - ამბობს ლალი ბუნტური.

კიდევ ერთი კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ მისი ამოცანაა, არ მოხდეს საქმეების მიჩქმალვა და ყველა საქმე იყოს გამოძიებული. 


შემოვა და მიიღებს მონაწილეობას, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ მივიღო მონაწილეობა, ჩემი ამოცანაა, რომ კონკრეტული მესიჯები გავაჟღერო, რომ არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას იმის განცდა, რომ რამე ფორმით ხდება მიჩქმალვა საქმეების. შესაძლებელია ვიღაცისთვის ფორმალობაა, მაგრამ მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ახლა ვარ. მე რომ ვთქვა ახლა, რომ ფორმალობაა, ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვაკნინებ და იმ კონკურენტებს, რომელიც ამ საქმეშ არიან, ამიტომ ჩემი ამოცანაა, რომ კონკრეტკუ მესიჯები გავაჟღერო, ეს მესიჯები არის, რომ ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 
 

"პირველები" ასევე იმ კანდიდატებს ესაუბრა, ვინც მზად არიან, წინდაწინ წაგებულ ომში შევიდნენ. გრიგოლ გაგნიძე პირდაპირ ამბობს, რომ გაბიტაშვილი ღისეული კანდიდატია და მხარს კონკურენტს უჭერს.

ვინ ფორმალობას დაარქმევს, ვინ რას... სანახაობაა ყველა ვარიანტში. ფორმალობა რომ დავარქვათ, პროცესის დისკრედიტაცია იქნება. როგორც ახლა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვერ გახდება ყოფილი პროკურორი, ასევა ხლა პროკურორთა კორპუსში ნაკლები შანსია, რომ მოქმედი ადვოკატი და მოქმედი მოსამართლე გახდეს პროკურორი. ბოლო დღეს შემოტანა გაბიტაშილმა. წაგებად არ ვთვლი კონკურსებშ მონაწილეობას. თუ ვერ აგვედი, როგორც ფეხბურთში, ცხოვრებაცას ასეთია. 24 ივნისს, როდესაც მე არასამტავრობოებმა წარმადგინეს, მე გაბიტაშვილის მხარდასაჭერი პირველი განცხადება შევიტანე კანცელარიაში, - ამბობს გრიგოლ გაგნიძე.

კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ორშაბათიდან დაიწყება. დეპუტატებს კანდიდატების მოსასმენად ორი კვირა ექნებათ.