რა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნის არასრულ ხუთ თვეში - კობახიძეს სიტყვით გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწევს

28.06.24 11:32
რა გააკეთა თანამდებობაზე ყოფნის არასრულ ხუთ თვეში  - კობახიძეს სიტყვით გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწევს

რა გააკეთა  თანამდებობაზე ყოფნის არასრულ ხუთ თვეში ირაკლი კობახიძემ - რუსული კანონის მომხრე  პრემიერს პარლამენტში ელოდებიან.

საგაზაფხულოო სესიის ბოლო დღეს, კობახიძე პარლამენტში ანგარიშით უნდა მივიდეს.  პრემიერს სიტყვით გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწევს, ანგარიშს კი მხოლოდ საკუთარ თანამოაზრეებს წაუკითხავს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი,  კობახიძის მოსმენას არა აპირებს. რადგან ფიქრობენ, რომ  პრემიერის ანგარიშში ქვეყნის გამოწვევებს ვერ პასუხობს - მათ შორის დეოკუპაციის კუთხით.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრემიერი ანგარიშში არც ტატუნაშვილსა და ოთხოზორიას ახსენებს. 

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს კი შენობაში შესვლა ისევ შეეზღუდებათ.