ჰქონდა თუ არა შტატებს კომუნიკაცია "ოცნების" ოფიციალურ პირებთან, სავიზო შეზღუდვების დაწესების შემდეგ?
ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და გაგონილი იყოს ხალხის ხმა.
"ამერიკის ხმამ" სახდეპს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია "ოცნების" ოფიციალურ პირებთან მას შედეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა.
საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ "ქართული ონების" მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული.
ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, როგორც თბილისში, ასე ვაშინგტონში", - ნათქვაქმია სახდეპის განმარტებაში.