ბენ კარდინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს "ოცნების" ხელისუფლებას, გააუქმოს რუსული კანონი
აშშ-ს სენატორი ბენ კარდინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს "ოცნების" ხელისუფლებას, გააუქმოს "რუსული სტილის კანონი".
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კარდინი წერს, რომ ქართველი ხალხის თანადგომას ბოლომდე გააგრძელებს.
„კიდევ ერთი დღე გავიდა და ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ჯერ არ გააუქმეს "რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი.
მე ვაგრძელებ საქართველოს ხალხის თანადგომას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ დემოკრატიას."- წერს კარდინი.