ელჩების დემარში - პრემიერის წლიურ მოსმენას დიპლომატიური კორპუსის დიდი ნაწილი არ ესწრება
ელჩების დემარში - ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენას პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესრებიან.
პარლამენტში პრემიერის მოსასმენად არ მივიდნენ არც ამერიკის ელჩი და არც ევროკავშირის ელჩი. ასევე საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.
ერთადერთი დიპლომატი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზშია არის უნგრეთის ელჩი.
პრემიერი წლიურ ანგარიშს ნახევრად ცარიელ სხდომათა დარბაზში წარადგენს, რადგან ბოიკოტის სახით მოსმენას არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი.