სად ხედავენ აქ დემოკრატიის უკუსვლას? - მაჭარაშვილი ევროსაბჭოსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

28.06.24 13:30
სად ხედავენ აქ დემოკრატიის უკუსვლას? - მაჭარაშვილი ევროსაბჭოსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

სად ხედავენ აქ დემოკრატიის უკუსვლას - "ოცნების" დანაყოფის, "ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ევროსაბჭოსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

მაჭარაშვილი დასავლელ პარტნიორებს ურჩევს მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს ჩახედონ.

ნებისმიერმა უცხოურმა ავტორმა, რომელიც აკეთებს განცხადებას, ჯერ ჩახედოს მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს, სადაც საქართველო არის პირველ ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე უსწრებს ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. თვითონ აკეთებდნენ უმაღლეს შეფასებას საქართველოსთან მიმართებაში და სად ხედავენ აქ დემოკრატიის უკუსვლას, ეს აუხსნან საზოგადოებას", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.