მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს, პირადად მინისტრს - რისთვის უხდის მადლობა პრემიერი გომელაურს
"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს, პირადად მინისტრს იმ პროცესებისთვის, რომელიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში", - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს.
პრემიერმა პარლამენტიდან მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს და კვლავ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა "არეულობა", ხოლო შსს-მ "ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის შენარჩუნება".
როგორც მოგეხსენებათ იყო გარკვეული მცდელობა ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შსს-მ არსებითად თვისებრივად იმოქმედა ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და უზრუნველყო საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, მადლობა ამისთვის შს მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს,“ - ამბობს პრემიერი.