როდის დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები? - რას ამბობს კობახიძე
როდის დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები? - ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.
კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.
პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს - აღნიშნა კობახიძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.