გაბიტაშვილი პროფესიონალია, გენპროკურორის თანამდებობაზე არჩევისას მხარს დავუჭერ - ირაკლი ზარქუა

28.06.24 13:44
გაბიტაშვილი პროფესიონალია, გენპროკურორის თანამდებობაზე არჩევისას მხარს დავუჭერ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა არ მალავს, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის ხილვა სურს. "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ ის თავის საქმის პროფესიონალია და პირდაპირ ამბობს, რომ მხარს მას დაუჭერს.  

მე ვიცნობ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს. ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია. მე პირადად გამიხარდება თუ ის იქნება ერთ-ერთი კანდიდატი და მხარს დავუჭერ. ბატონი გაბიტაშილის მანდ მუშაობის პერიოდში და ბატონი ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით პროკურატურა ერთ-ერთი გამორჩეული იყო ად აღიარებული მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მე პირადად გამიხარდება ტუ გიორგისნაირი პროფესიონალები იქნებიანა ამ მნიშვნელოვანი უწყების ხელმძრვანელები, - ამბობს ზარქუა. 

 საპროკურორო საბჭომ პროკურორობის მსურველთა სია გამოქვეყნა. 11 კაციან ჩამონათვალში ერთ-ერთი შოთაძის ყოფილი მოადგილეა, რაც კანდიდატების ნაწილს უჩენს  განცდას, რომ პირველ გამომძიებლად გიორგი გაბიტაშვილს ამზადებენ.