ხელისუფლებამ მიიღო აგენტების შესახებ კანონი და ეს იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით - ვინიკოვი
საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნატოს სამიტზე მსჯელობის საგანი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უკრაინის დახმარება იქნება. სამიტზე საქართველოს შეასხებ არ ისმჯელებენ, სწორედ ამიტომ, ვინიკოვის თქმით, პრემიერის იქ ყოფნა ფორმატით გათვალისწინებული არ არის.
ამასთან, მაღალჩისანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღებით ქვეყნის კურსი შეცვალა ად იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკას შეცვლის.
ნატოს სამიტზე დისკუსიის საკითხები იქნება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ურკაინის დახმარება და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება, როგორიცა ჩინეთთან დაკავშირებული გამოწვევები. საქართველო ასევე არის მოწვეული ნატოს სამიტზე და იქნება წრამოდგენილი საგარეო საქმეტა მინისტრის სახით. რატომ არა პრემიერი/. ეს არ არის სპეციფიკური ფორმატი,რომელიც მხოლოდ საქარტველოზეა ფოკუსირებული. იმისთვის,რ ომ საქართელო გახდეს ნატოს წევრი, უნდა გაატაროს რეფორმები. ხელისუფლებამ მიიღო აგენტების შესახებ კანონი და ეს იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ჩვენ ეს ღიად ვთქვით. ახლა. იმედი გვაქვს რომ საქართველოს მთავრობა კურსს შეიცვლის , რადგან სხვა შემთხვევაში ეს ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან შეეაბამისობაში არ არის. ჩვენ გვაქვს დიალოგი, ვეხმარებით საქართველოს რომ გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, ამისთვის ნაბიჯებია საჭირო, - თქვა ალექსანდრე ვინიკოვმა.
ნატოს სამიტზე დასასწრებად ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია. ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია. ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს ჩატარდება.