პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რეკორდულად გაიზარდა - HRC-ის საგანგაშო კვლევა

28.06.24 14:42
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რეკორდულად გაიზარდა - HRC-ის საგანგაშო კვლევა

ერთ წელიწადში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები რეკორდულად გაიზარდა. ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგებს აქვეყენებს. უფლებადამცველი ორგანიაზია მთელი წლსს განვალობაში ადევნებდა თვალს სასამართლოებში შესულ საქმეებს და მოსამართლეების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს. ამ მონიტორინგის შედეგებმა კი აჩვენა, რომ კანონში არსებულ ჩანაწერებს, ხშირ შემთხვევაში, ბოროტად იყენებენ, რაც  წარმოებულ საქმეებს პოლიტიკურ კვალიფიკაციას ანიჭებს.

სია გრძელია. ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის იმპიჩმენტისს საქმე და საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მომიტინგების საქმეებიც. 

უფლებათაცენტრმა დღეს გამოაქვეყნა სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების შემაჯამებელი ანგარიში. რამდენიმე საქმეზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის, გიგი უგულავსა სისხლის სამართლის საქმე, ივანე მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ე.წ. კარტოგრაფების სისხლის სამართლის საქმე და სხვა საქმეები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმეგ მიმდინარე სხვა საქმეების სასამართლო პროცესები. მიმდინარე პროცესებში იყო დასრულებული ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც ჩვენმა მონიტორებმა დაასრულეს მუშაობა. ეს არის ნიკა გვარამიას საქმე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეები, ნიკა მელიას და ზვიად კუპრავას საქმე, - ამბობს აამიანის უფლებატა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.