რას ნიშნავს ევროკავშირის სტატუსის დე-ფაქტო გაყინვა? - თეონა აქუბარდიას კომენტარი

28.06.24 14:59
რას ნიშნავს ევროკავშირის სტატუსის დე-ფაქტო გაყინვა? - თეონა აქუბარდიას კომენტარი

რას ნიშნავს ევროკავშირის სტატუსის დე-ფაქტო გაყინვა? - ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია თურქეთის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ თურქეთს სტატუსი ათწლეულებია აქვს, მას ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა აქვს დე-ფაქტო გაყინული

აქუბარდია ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში წევრობის პროგრესის არანაირი რესურსი არ აქვს.

თურქეთი, რომელსაც ათწლეულებია აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას ეს სტატუსი არ ჩამორთმებია, მასაც აქვს დე-ფაქტო გაყინული ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს დე-ფაქტო გაყინვა ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად კანდიდატის სტატუსი არ არის ოქტომბრამდე ჩამორთმეული, თუმცა დე-ფაქტო გაყინვა ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში წევრობის პროგრესის არანაირი რესურსი ამ მეთოდებით არანაირად არ გააჩნია. "ქართულ ოცნებისთვის" კარი არის დახურული ყველა ევროპულ ფორმატზე, გამომდინარე მათი ავტორიტარული ქმედებებიდან და გამომდინარე რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ინტერესების მსახურობიდან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.