თავდასხმა დეკანოიძეზე - სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო

25.07.21 12:35
თავდასხმა დეკანოიძეზე - სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხატია დეკანოიძის გინების ფაქტზე სამართალწარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყება ამბობს, რომ დეპუტატზე თავდამსხმელი  იდენტიფიცირებულია.

ეს მუხლი 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

შემთხვევა 24 ივლისის ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა, როცა ხატია დეკანოიძე  ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. დეკანოიძე ამბობს, რომ კაცი მანქანის დაჯახებასაც ცდილობდა. კადრებში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსული კაცი  დეკანოიძის და "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით იგინება.