გაბიტაშვილის გენპროკურად დანიშვნის შემთხვევაში პროკურატურაში სასიკეთო ცვლილებები არ იქნება - მწარიაშვილი

28.06.24 15:33
გაბიტაშვილის გენპროკურად დანიშვნის შემთხვევაში პროკურატურაში სასიკეთო ცვლილებები არ იქნება - მწარიაშვილი

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გენპროკურორს პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად გაბიტაშვილის წამოწევა, არ უკვირს. მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია კანდიდატი ორ პირობას აკმაყოფილებდეს: ენდობბოდეს ივანიშვილი და სრულად აკმაყოფილებდეს სასამართლო კლანს. 

ახალი გენერალური პროკურორი ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი ის, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს რომ ვეძახით, მას უნდა ჰქონდეს, ვფიქრობ, ნდობა, ეს ერთი აუცილებელია და მის მიმართ არსებობს ეს ნდობა ამდენი წელია. იქ შემთხვევით ეს ხალხი არ არის და მეორე, სასამართლო კლანისთვის მაქსიმალურად კომფორტული ნდა ყოფილიყო. კლანზე ტყუულად არ ვსაუბრობთ ჩვენ. ეს ყველაზე ძლიერი ხელისუფლებაა ამ ქვეყანაში რეალურად, არაფორმალური. შოთაძე ასეთი კლანის გაგრძელება არ იყო ანუ შოთაძე მიანც მეტ-ნაკლებად პროცესებიდან დისტანცირებას ცდილობდა. ახალი გენ პროკურორი, მე ვთვლი, კლანისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფას მოახდენს. ცხადია, გაბიტაშილი ვერავის ხელშეუხებლობის გარანტია ვერ იქნება. თუ პროცესები ისე წავიდა ქვეყანაშ როგორც უნდა წავიეს, თუ რეფორმას დაექვებდებარა სასამართლო, პროკურატურა, მაშნ ეს ძალიან პირობითია. დღეს ამის განატორი ვერცერთი კანდიდატურა ვერ იქნება, - ამბობს მწარიაშვილი.

მწარიაშვილი ფიქრობს, რომ გაბიტაშილის დანიშვნის შემთხვევაში პროკურატურაში არაფერი შეიცვლება და ეს ინსტიტუცია ვერ გაკეთილშობოლდება. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დიდი ხანია ყველაფერი დალაგებული და განსაზრულია.  

გაბიტაშვილის კანდიდატურა იმას ნიშნავს,რომ პროკურატურაში არაფერი შეიცვლება იმ თვალსაზრისით რისი მოლოდინიც ან თქვენ გაქვთ ან საზოგადოებას. ანუ პროკურატურის გაკეთილშობილების, მართლა პროკურატურა, მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციად ქცევის თავლსაზრისით არაფერი შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ იქ ყველაფერი დალაგებული და განსაზღვრულია და არა ერთი წელია. იქ არ ხვდებიან შემთხვევითი ადამიანები. ჩემი მოლოდინიც ეს იყო, რომ იქ არავითარი გარედან ახალი რაიმე აღმოჩენა არ იქნებოდა და ხაზი გაგრძელდებოდა იგივე ანუ გენერალური პრკურორის მოადგილის ნომინირება სწორედ ამას ნიშნავს. მოლოდნი მაქვს, რომ რაღაც პროცესები დამძიმდება. ყოველ შემთხვევაში, ეს სურვილები იკითხება, - ამბობს მწარიაშვილი. 

საპროკურორო საბჭომ პროკურორობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. ცხრა კაციან ჩამონათვალში ერთ-ერთი შოთაძის ყოფილი მოადგილეა, რაც კანდიდატების ნაწილს უჩენს განცდას, რომ პირველ გამომძიებლად გიორგი გაბიტაშვილს ამზადებენ.