რა სჭირდება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად? - გიორგი ვაშაძის კომენტარი

28.06.24 15:39
რა სჭირდება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად? - გიორგი ვაშაძის კომენტარი

რა სჭირდება საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად? - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამისთვის საჭიროა სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, დემოკრატია, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რუსული კანონებისგან თავისუფალი გარემო.

ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, დემოკრატია, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რუსული კანონებისგან თავისუფალი გარემო. ეს არის ის, რაც არის ევროპული ტიპის დემოკრატია. გინდა იმ ოჯახში იყო, გინდა განვითარებულ ქვეყნებს შორის იყო თანაბარუფლებიანი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა ააშენო შენთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.