გაიგზავნა უკვე მოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი - პრემიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე
"გაიგზავნა უკვე მოწვევები ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში", - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს.
პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ოფიციალური მიწვევები გადაგზავნილი აქვთ.
ეს არის ეუთო/ოდირი - მთავარი მისია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ისინი ჩამოვლენ გრძელვადიანი მისიით, ასევე, მოწვევა გაგზავნილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ყველა ამ ინსტიტუტიდან იქნება წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისია. იყო კითხვები თავის დროზე ე.წ. სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით 2020 წლამდეც და სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამბობს კობახიძე.