"ოცნება" რუსული ინსტრუქციით ბარიკადებს ქმნის ევროპულ დღის წესრიგში - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ოცნება" რუსული ინსტრუქციით ბარიკადებს ქმნის ევროპულ დღის წესრიგში".
ხოშტარია ამბობს, რომ ახლა არჩევანია გასაკეთებელი "ოცნების" პოლიტიკასა და ევროპული პერსპექტივას შორის.
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ამერიკასთან ერთად და ეს უკვე საბჭოს გადაწყვეტილებაც არის, არის ერთის მხრივ საქართველოს ხალხის გვერდზე და გვაძლევს სრულ პერსპექტივას, რომ დავიწყოთ ის პროცესი, რაც დაიწყო უკრაინამ და მოლდოვამ. მეორეს მხრივ, ამის მთავარი წინაღობა არის "ქართული ოცნება", რომელიც პრაქტიკულად რუსული ინსტრუქციით ბარიერებს და ბარიკადებს ქმნის ამ ევროპულ დღის წესრიგში. ანუ, დღეს ევროპა ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, არჩევანი არის ჩვენზე - თუ იქნება ეს პოლიტიკა და "ქართული ოცნება", ჩვენ ევროპული პერსპექტი აღარ გვაქვს, თუ ამას შევცვლით, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.