ჩვენ, დღეს, გასაგებად გვითხრეს, რომ ივანიშვილმა ევროპისკენ მიმავალი გზა ჩახერგა - სამადაშვილი
ჩვენ, დღეს, გასაგებად გვითხრეს, რომ ივანიშვილმა ევროპისკენ მიმავალი გზა ჩახერგა - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი ფორმალურად რჩება და ახლა ყველაფერი 26 ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული.
ჩვენ გასაგებად გვითხრეს დღეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩახერგა გზა ევროპისკენ მიმავალი. საქართველოს ფორმალურად რჩება ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი. ელოდებიან რა თქმა უნდა ოქტომბრის არჩევნებს, ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ოქტომბერში რეალობა შეიცვლება და მეც მგონია, რომ ეს რეალობა თუ არა შეიცვლება, მაშინ სულ სხვა რეალობაშ აღმოვჩნდებით ჩვენ, იმიტომ, რომ უკვე საუბარი იმაზე არ იქნება, რომ გაიყინა ჩვენი სტატუსი, არამედ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება უკვე ყველა იმ სიკეთის დაკარგვა, რაც უკვე გვაქვს მიღებული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო ბრიუსელში სამიტს მართავს. ამ სამიტიდან კი "ოცნების" ხელისუფლებას უკვე შემოუთვალეს, რომ მათ წინააღმდეგ განიხილავენ სანქციებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის გზაზე უკუსვლას ხედავენ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ EU-ს ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, განმარტოს თავისი განზრახვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.
დღეს საღამოს ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ორდღიან სამიტს შემაჯამებენ და დიდი მოლოდინი არსებობს, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა ზომებს გაატარებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე.