კობახიძე ნატოში სასურველი სტუმარი არ არის - ექსპერტი
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ილია დარჩიაშვილი გაემგზავრება. ექსპერტების შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლესს დონეზე ქვეყანა წარმოდგენილი არ იქნება.
ცნობილია, რომ საქართველო არ დაესწრება არც მთავარ შეხვედრებს და ღონისძიებებს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მინისტრი მხოლოდ უცხოელი კოლეგების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
"ქართულ ოცნებას" ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოება საერთოდ არ აინტერესებს - ამბობს ვანო მაჭავარიანი საკითხის შეფასებისას.
მისი თქმით, სახეზეა საგარეო კურსის ცვლილება. მეტიც, მაჭავარიანის თქმით, კობახიძე არ არის სასურველი სტუმარი.
ექსპერტის განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობას უნდა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროპული თუ ევროატლანტიკური მიმართულებით პროცესი გაიყინოს.
ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ რეალურად საქართველოს ინტერესი არის ძალიან დაბალი ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ საით მიდის ქვეყანა - რუსეთისკენ, ჩინეთისკენ .
დარწმუნებული ვარ, "ქართულმა ოცნებამ" ჩადო ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს მიწვევა ყოფილიყო მინისტრების დონეზე. როგორც წესი, დიპლომატიაში მუშაობა მიდის იმაზე, რომ ზუსტად ის მიიწვიო ვინც გინდა. ამას დაემთხვე ის, რომ კობახიძე არ არის სასურველი სტუმარი.
მთავრობა აღწევს თავის მიზანს - მას უნდა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროპული თუ ევროატლანტიკური მიმართულებით პროცესი გაიყინოს.