ცნობილია პირის ვინაობა, ვინც თბილისში სისხლიანი ბანერები გააკრა

25.07.21 13:02
ცნობილია პირის ვინაობა, ვინც თბილისში სისხლიანი ბანერები გააკრა

დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც თბილისში სისხლიანი ბანერების გააკრა. "პირველებმა" გაარკვია, რომ ეს პირი for.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილია. 

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კი მათ 2 პირი გამოავლინეს, რომლებმაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე.

იაკობაშვილმა და მისმა აქტივისტებმა გუშინ მთელ თბილისში მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების სისხლიანი პლაკატები გააკრეს. სიძულვილის ენის შემცველი  ბანერები თბილისში ახლაც გამოფენილია.