თავის ქება და მადლობები ივანიშვილს - კობახიძის ანგარიშმა ელჩების დემარშის ფონზე ჩაიარა
არც ევროკავშირის და არც შეერთებული შტატების ელჩები - არც ერთი დიპლომატი ევროკავშირიდან უნგრეთის გარდა - ასეთი სურათი საქართველოს პარლამენტს არ ახსოვს. კობახიძის მთავრობა და რუსული კანონის მიმღები უმრავლესობა საერთაშორისო იზოლაციაშია. ამის დასტური იყო დღეს დიპლომატების ცარიელი სავარძლები პარლამენტში. მთავრობის მეთაური გაბრაზებას არ მალავდა. ითხოვდა განმარტებას, რატომ დასაჯეს დასავლელმა პარტნიორებმა. მთავრობის მეთაურს თავის ქება მხოლოდ "ოცნების" დეპუტატების წინაშე მოუწია.
არ დავიწყებია მადლობების ხდა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფულად პრემიებს დაპირდა. ზოგადად, ფეხბურთი და 2 ფეხზე დგომა დღეს პრემიერის ანგარიშში ხშირად ისმოდა. მთავრობაც ფეხბურთელებს შეადარა და თქვა, რომ ასე მყარად 2030 წელს ევროკავშირში მიგვიღებენ. თუმცა, რა უქნება შემოდგომაზე, ეს კობახიძემ თავის სიტყვაში გამოტოვა. ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც "ოცნების" იდილია დაარღვია, თეონა აქუბარდია იყო, თუმცა ისიც დარბაზიდან გინებით გააცილეს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.