საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ევროპის 27 ლიდერის ვერდიქტი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ვერდიქტი, რომელიც მოსალოდნელი იყო დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. ევროპის 27 ლიდერის სამიტი საქართველოსთვის მძიმედ დასრულდა. ქვეყანა, პრაქტიკულად, აღარ განიხილება ტრიოს შემადგენლობაში და მისი კანდიდატის სტატუსიც გაურკვეველი ვადით გაიყინა.
უკუსვლა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით - ასე განმარტავენ სამიტის მონაწილეები დღევანდელ გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭო ითხოვს განმარტებებს "ქართული ოცნებისგან", რას უკავშირდება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ახლა ევროკავშირის მთავარი სამიზნე ოქტომბრის არჩევნებია, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა გადაწყვიტოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.