NATO-ს დღის წესრიგიდან გამქრალი საქართველოს პრემიერი - ვაშინგტონის სამიტზე კობახიძე არ მიიწვიეს

28.06.24 20:33
NATO-ს დღის წესრიგიდან გამქრალი საქართველოს პრემიერი - ვაშინგტონის სამიტზე კობახიძე არ მიიწვიეს

 

 

NATO-ს დღის წესრიგიდან გამქარალი საქართველო და იზოლაციაში მოქცეული საქართველოს პრემიერი. ირაკლი კობახიძე ვაშინგტონის სამიტზე სასურველი სტუმარი არ არის, ამიტომ მოწვევა სამიტიდან არა პრემიერს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუგზავნეს, ისიც ფორმალურად. ილია დარჩიაშვილი არა მთავარ, არამედ დამატებით, ნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებებზეა დაპატიჟებული. ეს კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. 

ასეთი დონის სამიტზე პრემიერის დემონსტრაციულად არმიწვევა პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველო ალიანსის ინტერესებში აღარ ფიგურირებს. ეს არის პასუხი იმ პრორუსულ პოლიტიკაზე, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. როგორც ჩანს, ნატოში სტრატეგიული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ირაკლი კობახიძის ოფიციალური იზოლაციით ალიანსი საკუთარ პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით ღიად აფიქსირებს. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.