"მივდივარ, რომ ცოდვილი სისტემა გავწმინდო" - პროკურორობისთვის მებრძოლთა შორის ერთი მღვდელია
პროკურორობისთვის მებრძოლთა შორის ერთი მღვდელია. მამა ანდრია ამბობს, რომ "ცოდვილის სისტემის" გაწმენდა სურს. სასულიერო პირის თქმით, პროკურატურაში სისხლის სამართლის დამნაშავეები მუშაობენ და მათ საკუთარი ცოდვები უნდა მოანანიებინოს.
ლაზარე ვარ ოფიციალურად. სად მღვდელი, სად პროკურორი ხომ? - პროკურატურაში სხედან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ხოდა სისხლის სამართლის დანაშაული ცოდვაა, პირველ რიგში, ხოდა რადგან მაგათ არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები, უნდა მივაკითხო, რომ იქნებ მოინანიონ და ზოგი, შეიძლება წავიდეს სახლში ცოდვების მოსანანიებლად, ზოგი ციხეში. უნდა გავწმინდო პროკურატურა ცოდვებისგან, - ამბობს სასულიერო პირი.
საპროკურორო საბჭომ პროკურორობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. ცხრა კაციან ჩამონათვალში ერთ-ერთი შოთაძის ყოფილი მოადგილეა, რაც კანდიდატების ნაწილს უჩენს განცდას, რომ პირველ გამომძიებლად გიორგი გაბიტაშვილს ამზადებენ.