"36 ქვეყნის გზავნილი არის მკაფიო დასტური, რომ "ოცნების" რუსული ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია" - გეგელია
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 36 ქვეყნის გზავნილი არის მკაფიო დასტური, რომ "ოცნების" ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია.
გეგელიას თქმით, ივანიშვილის გუნდს არცერთი პარტნიორი არ დარჩა, გარდა კრემლის, "ჰამასის" და "ჰეზბოლასი".
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ დღეს "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლება არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. გარდა კრემლის, "ჰამასის" და "ჰეზბოლასი", ამ ხელისუფლებას არ ჰყავს არცერთი პარტნიორი, რომელიც იქნება განსხვავებულ აზრზე საქართველოს რუსულ მთავრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ახალი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - ივანიშვილის პარტიას, 36 ქვეყანა მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა და უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ამ განცხადების სულისკვეთებასს იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბელგიაც. დოკუმენტი, ჟენევაში ლიტვის მისიამ გაასაჯაროვა.