"ოცნებას" კიდევ ერთი პროპაგანდა ჩამოეშალა - ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის მხილება
"ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი პროპაგანდა ჩამოეშალა. თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსი, რომლითაც ივანიშვილის პარტია ბოლო კვირებია განსაკუთრებით ამაყობს, გაირკვა რომ ძველი ამბავია და ახლად ასაღებენ.
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ესაუბრა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს, რომელმაც დაადასტურა, რომ ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო არა თუ თავისუფალი, არამედ ზომიერად თავისუფალი ქვეყნების სიაშია შეყვანილი, თუმცა ესეც კი 2023-ის მდგომაროებით.
დადგინდა, რომ ჯერ კიდევ გასული წლიდან საქართველოში სახეზე იყო კანონის უზენაესობის სტაგნაცია, პოლიტიკური თავისუფლების ნაკლებობა და სამოქალაქო საზოგადოების მოგუდვის სურვილი.
როდესაც შეხედავთ ქვე-ინდექსებს, დაინახავთ, რომ 2018 წლიდან გარკვეული პროგრესი შეინიშნება ეკონომიკურ თავისუფლებაში. კანონის უზენაესობის მხრივ სტაგნაციაა, მაგრამ 2018 წლიდანვე პოლიტიკური თავისუფლება მცირდება. ეს კლება სწორედ მაშინ დაიწყო. პოლიტიკურ ქვე-ინდექსში 4 კომპონენტი გვაქვს. ერთია როგორ ტარდება არჩევნები. აქ რეალური ცვლილება არ არის. ასევე რეალური ცვლილება არ არის, ასევე რეალური ცვლილება არ არის კიდევ ერთ, სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტში. მაგრამ პოლიტიკური უფლებები, რაც გამოხატვის, შეკრებისა და სხვა თავისუფლებებს აერთაინებს, 2018 წლის შემდეგ იკლებს. ასევე იკლებს საკანონმდებლო ხელისუფლებისი~ მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი.
ერთი რამ, რისი აღნიშვნაც მნიშვნელოვანია, ინდექსები აღნიშნავს მოცემულობას, თუ როგორია ვიტარება და ინდიკატორები დროის გარკვეულ მონაკვეთში. ეს არ არის უნივერსალური ჭეშმარიტება. განახლებული მონაცემები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ მოიცავს მოვლენებს 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით. ასე, რომ ყველაფერი, რაც 2024 წელს მოხდა, ჯერჯერობით მონაცემებზე ასახული არ არის. ყველაფერი რაც ხდებოდა ბოლო 6 თვე,ა მას ჯერ მონაცემებში ვერ ვხედავთ. ეს აისახება მომდევნო წელს", - ამბობს ჯოზეფ ლემუანი.