"ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა" - რას ამტკიცებს კახა კალაძე?

29.06.24 13:19
"ეს თქვა ლუკა ლოჩოშვილმა" - რას ამტკიცებს კახა კალაძე?

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრები ფეხბურთელს ვერ გაუგეს. საქმე ლუკა ლოჩოშვილის განცხადებას ეხება, რომლითაც ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ივანიშვილის ნაჩუქარ მილიონებს გამოეხმაურა. 

კალაძე, ყველას, ვისაც მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ნაკრებისთვის ნაჩუქარი 30 მილიონი არ გაუხარდა, ბრიყვებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენიებს.

როგორ შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს, ან რატომ შეიძლება ადამიანი დაიბოღმოს, მაგრამ ბრიყვები არიან. ტყუილა კი არ უთხრა, ჩვენმა მაგარმა კაცმა და მაგარმა მწვრთნელმა, ბრიყვები ხართო. ბრიყვები არიან. შესაბამისად ისინი ქვეყნის მტრები არიან. მათ არც ნაკრების წარმატება უხარიათ. მე მახსოვს, როდესაც ჩვენი ნაკრები მაკედონიასთანმ დამარცხდა, რა განცხადებებს აკეთებდნენ. ბრიყვები იყვნენ ყველა. მათ არც გუნდის წარმატება უხარიათ, არც ჩვენი ბიჭების, არც ჩვენი ქვეყნის. ფინანსურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუ ფულს თუ არ გადაგვიხდიან, რა არ  მოიგებს თამაშს? ეს თქვა ლოჩოშვილმა", - განაცხადა კალაძემ. 

"ჩვენ არ ვთამაშობთ ფულისთვის, ჩვენ ვთამაშობთ ქვეყნისთვის" - ასეთია ლუკა ლოჩოშვილის პაუხი. ოლიგარქ ივანიშვილის მიერ გამოყოფილი 30 მილიონიანი ჯილდოს შესახებ ლოჩოშვილს კითხვა უცხოელმა ჟურნალისტმა დაუსვა. საპასუხოდ, ეროვნული ნაკრების წევრმა განმარტა, რომ არც მას და არც მის თანაგუნდელებს ამ მომენტში არ აინტერესებთ არანაირი ფული, იბრძვიან ევრო პირველობაზე, მიზანი ნაკრების წარმატება და ქვეყნის ღირსეული წარმოჩინება.