ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი გაჟღერდა - ფავლენიშვილი 36 ქვეყნის განცხადებაზე

29.06.24 15:30
ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი გაჟღერდა - ფავლენიშვილი 36 ქვეყნის განცხადებაზე

მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ივანიშვილის ბანდას, შეწყვიტოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი 36 ქვეყნის განცხადებას.

ფავლენიშვილის თქმით, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი, რომელსაც "სამწუხაროდ, "ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალსიწინებს"

მთელი ცივილიზებული სამყარო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ივანიშვილის ბანდას, რომ შეწყვიტოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება და იმ კანონის გატარება ყოველდღიურობაში და ზოგადად იმ კანონის მოქმედება, რომელიც არის სასიცოცხლო საფრთხისშემცველი კონსტიტუციური წესრიგისთვის ჩვენს ქვეყანაში, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის. ასე, რომ კიდევ ერთი მკაფიო სიგანლი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა, თუმცა, სამწუხაროა, რომ ივანიშვილის ბანდა არ აპირებს მოისმინოს ეს გზავნილები, თუმცა მოუწევს 26 ოქტომბერს მოუწევს ქართველი ხალხის მტავარი გზავნილის მოსმენა", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

ახალი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - ივანიშვილის პარტიას, 36 ქვეყანა მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა  და უკან გაიწვიონ რუსული კანონი. ამ განცხადების სულისკვეთებასს იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბელგიაც. დოკუმენტი, ჟენევაში ლიტვის მისიამ გაასაჯაროვა.