ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საფრთხე ევროინტეგრაციის გზაზე - თინა ბოკუჩავა ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

30.06.24 10:15
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საფრთხე ევროინტეგრაციის გზაზე - თინა ბოკუჩავა ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით გამოვიდა. 

პლენარულ  სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში. თინა ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ადამიანის უფლებათა კუთხით.  

თინა ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა. თუმცა, ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას.