,,ენმ"-ს ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები თბილისის ქუჩებში "ოცნების" ოფისიდან გადანაწილდა

25.07.21 17:04
,,ენმ"-ს ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები თბილისის ქუჩებში "ოცნების" ოფისიდან გადანაწილდა

"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, სისხლიანი ბანერები თბილისის ქუჩებში "ოცნების" ვარკეთილის ოფისიდან გადანაწილდა. კერძოდ, სესილია თაყაიშვილის 7 ნომრიდან, სადაც წინასაარჩევნოდ სოზარ სუბარის შტაბი იყო განთავსებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოფისიდან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები 2 დღის წინ გაიტანეს. მისი ინფორმაციით, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დააორგანიზა ძალადობრივი კამპანია.

ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით, ვარკეთილში სოზარ სუბარის ყოფილ შტაბში და ახლა უკვე "ქართული ოცნების" ოფისიდან მოხდა ამ ყველაფრის განაწილება, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და ძალადობრივ კამპანიებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

პოსტერები  თბილისის ქუჩებში გუშინ დილიდან გამოჩნდა. ხელისუფლების დაკვეთით მთელი ღამე აკრავდნენ ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ პოსტერებს, მასზე  კრიტიკული  ტელევიზიის მენეჯერები არიან გამოსახული.