პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით EU-ს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს. რუსული კანონის მომხრე, პარლამენტისს თავმჯომარის გაანგარიშებით, 2024 წლის დადგომიდან ხუთ თვეში საქართველოს 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს.
ყველაზე რეპრესიული კანონის ერთ-ერთი დიდი მხარდმჭერი პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებსს წინ უსწრებს სამართლის უზენაესობისა და კორუფციის საერთაშორისოო რეიტინგებში.
2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.
ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით.
ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.
ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის”, - წერს შალვა პაპუაშვილი.