ხატია დეკანოიძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

25.07.21 17:12
ხატია დეკანოიძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი სამართალდამცავ უწყებას ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიაწვდის, როცა მას თავს გიგა ომანაძე დაესხა. ომანაძემ დეკანოიძის მისამართით შეიგინა და დაემუქრა. 

დაახლოებით საათნახევრის წინ დამიკავშირდა გამომძიებელი და მთხოვა გასაუბრება, რა თქმა უნდა მე მივაწვდი  ყველანაირ ინფორმაციას, მთელმა საზოგადოებამ იხილა, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს 2 ჟურნალისტი, იმიტომ რომ ისინიც იყვნენ თავდასხმის ობიექტები, მათზეც იყო ეს აგრესია", - ამბობს ხატია დეკანოიძე ტვ პირველთან.

შემთხვევა 24 ივლისის ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა, როცა ხატია დეკანოიძე  ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. დეკანოიძე ამბობს, რომ კაცი მანქანის დაჯახებასაც ცდილობდა. კადრებში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსული გიგა ომანაძე დეკანოიძის და "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით იგინება.