"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ" - ფიშერი
"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ", - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება საქართველო-ესპანეთის მატჩში გამარჯვებული გუნდი მეოთხედფინალში.
საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები კიოლნში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.