"საქართველოს დიდებული ევრო 2024 და პროტესტი და განხეთქილება სამშობლოში" - The New York Times სტატია

30.06.24 16:05
"საქართველოს დიდებული ევრო 2024  და პროტესტი და განხეთქილება სამშობლოში" -  The New York Times სტატია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ The New York Times-ის სპორტული განყოფილებაც წერს. სტატიაში ყურადღება ევრო 2024-ზე ქართველების შესანიშნავ ასპარეზობაზეა გამახვილებული. ამ ფონზე გამოცემა საქართველოში გავითარებულ ბოლოდროინელ მოვლენებზეც წერს.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული კანონი მიიღო, მოქალაქეების უმრავლესობას ევროკავშირისკენ სვლა უნდა და სწორედ ამის სიმბოლოდ მიიჩნევენ ქართველი ფეხბურთელების წარმატებას.

ეს მოხდა პოლიტიკური გაურკვევლობისა და ქვეყანაში მზარდი განხეთქილების ფონზე, რამაც გუნდის მიღწეავს დამატებითი მნიშვნელბა მიანიჭა. საქართველო დემოკრატიული ღრებულებების პოლიტიკური თავისუფლებებისა და გეოპოლიტიკური იდენტობის გზაჯვარედინზეა. სპორტულ ევროპულ სცენაზე წარჩინების სიმბოლიზმი გადახლართული გახდა ერის ამბიციებთან, გაწევრიანდეს ევროკავშირში რუსეთის გავლენის გამ მზარდი შეშფოთების ფონზე. ამ ეჭვებმა პიკს მიაღწია წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიღო კანონი გარე გავლენის შესახებ, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია რუსეთის რეპრესიული კნაონის კოპირების გამო, - წერს გამოცემა.