კალაძე, კობახიძე და ცოტნე ივანიშვილი კადიროვთან დაახლოებულ სპორტსმენს შეხვდნენ - (ფოტო)
ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რამზან კადიროვთან დაახლოებულმა დაღესტნელმა სპორტსმემა, ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესთან და ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან, გერმანიაში შეხვედრის კადრები გაავრცელა.
UFC -ის მებრძოლი ნურმაგომედოვი პუტინის აქტიური მხარდამჭერია.
ფოტოს სოციალურ ქსელში რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi ავრცელებს.
შეხვედრის ამსახველი ფოტო თავად კახა კალაძემაც, ინსტაგრამ სთორით დაადასტურა:

ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს ხშირი სტუმრია. სპორტსმენის "ინსტაგრამ" გვერდზე 2018 წელს საქართველოში გადაღებულ ფოტოებსაც ნახავთ:
2020 წლის დეკემბერში, რიზვან მაგომედოვს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, კახა კალაძეს და ბერა ივანიშვილს ონლაინ შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრის მიზანი რეგიონში შერეული ორთაბრძოლების განვითარება იყო.