პატიმრებისთვის მიცემული შანსი თუ ხმების მობილიზება საარჩევნოდ - როგორ ესმის ოპოზიცია "ოცნების" ინიცირებული ამნისტია

01.07.24 11:56
პატიმრებისთვის მიცემული შანსი თუ ხმების მობილიზება საარჩევნოდ - როგორ ესმის ოპოზიცია "ოცნების" ინიცირებული ამნისტია

პატიმრებისთვის მიცემული შანსი თუ არჩევნებისთვის ხმების მობილიზება - "ოცნება" ციხიდან ათი ათასამდე პატიმარს გამოუშვებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია. 

პატიების აქტის გამოცემას თვეები ითხოვენ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მაგრამ "ოცნება" პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამნისტიით "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ხმების მობილიზებას ცდილობს.

ამ ხელისუფლებას თუ რამე უნდა გაკეთებინა, პირველ რიგში, იყო ის, რომ გაეთავისუფლებინა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რომ ამდენი უსამართლოდ დაკავებული ადამიანი ან დამნაშავე, მაგრამ არაპროპორციული სასჯელის ქვეშ არ იყოს ციხეებში, ასეთი რეალური გამოსავალი ხელისუფლებას არ შეუთავაზებია, შესაბამისად, ეს არის მორიგი სატყუარა, რომლითაც სურთ, რომ მიიღონ ხმები და საერთოდ არ ადარდებთ ან პატიმრები და არც პატიმრების ოჯახის წევრები,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური სვამს კითხვას, რატომ აქამდე არ მოხდა ამნისტირება, თუ ეს საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება.

აქამდე რატომ არ გააკეთეს ამნისტია, დიდი ამნისტია სად იყო აქამდე, თუ მანამდე არ იყვნენ ადამიანები მსუბუქი დანაშაულისთვის ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამიტომ ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შედეგების მანიპულირებას. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ოცნებას არჩევნების შედეგების მანიპულირება და არჩევნების გაყალბება დაწყებული აქვს,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

"სტრატეგია აღმაშენებეშიც" დარწმუნებულები არიან, რომ "ხმებზე ნადირობა" მიდის "ოცნების" მხრიდან. 

ძალიან კარგი წიგნია - ნადირობა ხმებზე - ზუსტად რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის ნადირობა ხმებზე. მაგრამ ჩვენ ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, რაზეა, ვისზეა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ მომხრე იმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს, არა საარჩევნო პიარისთვის, არა ხმებისთვის,. არამედ კაცთმოყვარეობისთვის და იმისთვის, რომ ვინც იმსახურებს შეწყალებას, ამათ შეეხოს,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

4 თვეში, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, გამოცხადდება სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია და მათ შორის, ფუნქციონირებას შეწყვეტს სასამართლო კლანი, გათავისუფლებიან პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში აუცილებლად დაბრუნდება სამართლიანობის განცდა,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.