საქალაქო სასამართლოში ანტირუსულ აქციებზე დაკავებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს - როგორი იქნება ვერდიქტი

01.07.24 14:00
საქალაქო სასამართლოში ანტირუსულ აქციებზე დაკავებული 6 პირის პროცესი მიმდინარეობს - როგორი იქნება ვერდიქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ექვსი ადამიანის პროცესი მიმდინარეობს. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს პოლიციელებზე ძალადობას და სახელწიფო ქონების დაზიანებას ედავებიან. ამ ქონების ჩამონათვალში მოხვდა ბოქლომიც.

უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. იურისტების თქმით, გამოძიებას არ აქვს დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები.


დამთავრდა გამოძიება და პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერავიტარი მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე სახის დანაშაული ჩაედინოს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება და ეს ახალგაზრდა ადამიანები, მაგალითად, ბუბუტეიშვილი, რომელიც იყო 19 წლის, სასჯელაღსრულებაში შეუსრულდა 20 წელი, ის კარგავ ახალგაზრდობის წლებს. მაგალითად, როესაც ჩვენ საქართელოს ნაკრების წარმატებას აღვნიშნავდით, ეს ადამიანი ციხეში ჰყავთ. როდესაც 10 წლის ადამიანი უნდა იყოს ოჯახთან ერთად და აღნიშნავდეს საქართველოს წარმატებას. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება კანონით, რომ დავაყენოთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გირაოთი და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს თუ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, აუცილებალდ შეცვლისპატიმრობას და მიიღებს გირაოას თუ არადა, მაშნ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ამ ადამიანს დატივებს პატიმრობაში, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე. 
 

ადვოკატი შოთა თუთბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ პროცესების მიზანი საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.  

ყველა მათგანს თითქმის ედავებიან სხვისი ნივთის დაზიანებას და საუბარია ზიანის მიყენებაზე რკინის ჯებირისთვის, ვიდეოკამერისთვის, პოლიციელის ფარისთვის და ა.შ. და ცხადია, ეს დაკავებები, ეს პროცესები ცალსახად უკავშირდება გამოხატულ პროტესტს და მიმდინარე აქციებს და მისი მიზანია, სწორედ ამ საპროტესტო მუხტის დახშობა, - ამბობს შოთა თუთერიძე.